ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთვ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ე.წ სამხრეთ ოსეთში არსებულ რუსეთის ე.წ. საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ე.წ.სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი რუსეთის მოქალაქეების საკონსტიტუციო უფლების რეალიზაციისათვის იხსნება.
სულ, სეპარატისტების ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის 12 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
შეგახსნებთ, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 4 მარტს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები