აფხაზ სეპარატისტთა დელეგაცია სირიაში გაემგზავრა. დელეგაციას ე.წ. რეპარტიაციის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ადლეიბა ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ადგილზე სიტუაციის შესწავლა და "ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობის ადგილზე შესწავლაა". დელეგაცია სირიაში 20 აინვრამდე დაყოფს.
შეგახსნებთ, რომ სირიაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გამო აფხაზმა სეპარატისტებმა იქ მცხოვრებ "თანამემამულეებს" "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნება შესთავაზეს. ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ოფიციალური" განცხადებებიც გააკეთა. სეპარატისტები აცხადებენ, რომ ისინი სირიაში მცხოვრებ აფხაზებთან მუდმივ კავშირში იმყოფებიან და მათთვის "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნებაში დასახმარებლად მზად არიან.