აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ტეხასის გუბერნატორმა, რიკ პერიმ სახელმწიფო დეპარტამენი აიძულა მსოფლიო მედიის წინაშე თავი ემართლებინა.
წინასაარჩევნო დებატებისას სამხრეთ კაროლინას შტატის ქალაქ მერტლ-ბიჩში პერიმ განაცხადა, რომ თურქეთი, რომელსაც აშშ თავის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს, „ისლამური ტერორისტების მიერ იმართება".
მას ასევე გამოთქვა მოსაზრება, თურქეთის ნატოს შემადგენლობაში ყოფნის საკითხის გადახედვის შესახებ.
აღნიშნულმა განცხადებამ მსოფლიო მედიაში დიდი რეზინანსი გამოიწვია. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები უპასუხისმგებლო და მიუღებელია, ხოლო აშშ-მ ყური არ უნდა მიუგდოს კანდიდატებს, რომელთაც „წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, თუ ვინ არის მათი ქვეყნის მოკავშირე".
რიკ პერის გამონათქვამზე პასუხის გაცემა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტის წარმომადგენელს მარკ ტონერს მოუწია.
„ჩვენ კატეგორიულად და აბსოლუტურად ამ ვეთახმებით ამ მოსაზრებას", - განაცხადა ტონერმა რიკ პერის განცხადებასთან დაკავშირებით და დასძინა, - „ჩვენ თურქეთს მივიჩნევთ საიმედო პარტნიორად, როგორც ნატოში, ასევე ორმხრივ ურთიერთოებში. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მჭიდრო ურთიერთქმედება რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში... მე ამ ტრიბუნიდან შემიძლია ვისაუბრო ჩვენი ქვეყნის ოფიციალირი მოსაზრების შესახებ: თურქეთი თამაშობს პოზიტიურ როლს რეგიონში და არის „ისლამური დემოკრატიის" მაგალითი", - განაცხადა ტომერმა.
უნდა აღინიშნოს, რომ პერის განცხადებას აშშ-ში თურქეთის ელჩმა ნამიკ ტანი გამოხმაურა რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ინცინდენტის შემდეგ რესპუბლიკელები, სავარაუდოდ, უფრო ყურადღებით მოეკიდებიან თავიანთ გამონათქვამებს.
სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მიხედვით პერის ამომრჩეველთა მხოლოდ 5% უჭერს მხარს. რესპუბლიკური პარტიიდან ყველაზე პოპულიარულ კანდიდატს მიტ რომნის თანაპარტიელი ამომრჩევლების 37% ემხრობა.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 2012 წლის 6 ნომებერს უნდა გაიმართოს.