სამართალდამცველები კომპანია "ალიზის" საქმიანობას ამოწმებენ. "ალიზი" ორთაჭალაში საჯარო რეესტრის იმ შენობას არემონტებდა, რომელიც დღეს ჩამოინგრა.
სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს კომპანია "ალიზის" დირექტორი ბიჭიკო ტიტვინიძე და კომპანიის თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში საჯარო რეესტრის კუთვნილი შენობა, რომელსაც კომპანია "ალიზი" არემონტებდა, დღეს ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად ორი მუშა დაიღუპა.