თემურ ბეკმამბეტოვის კომპანია “ბაზელევსმა” ამერიკელი მუსიკოსისა და მწერლის სტივენ ტანის წიგნის “ასპროცენტიანი მთვარის ბიჭი “ ("One Hundred Percent Lunar Boy ") ეკრანიზაციის უფლება შეიძინა.
რომანი 2010 წელს გამოვიდა. მოვლენები შორეულ მომავალში მთვარეზე ვითარდება, რომელიც კოლონიზებულია. წიგნის მთავარი გმირი – 16 წლის იერონიმ რეკსაფინი, რომელსაც შეუძლია მომავალი დაინახოს. რომანში საუბარია იერონიმის და მიწიერი გოგონას მეგობრობაზე.
სცენარს ფილმისათვის, რომელიც ტანის წიგნს ეფუძნება ედვარდ რიკურტი დაწერს. მანამდე, მან მონაწილეობა მიიღო ფილმის ”ახლა მე ვხედავ” სიუჟეტის მექმნაში. რომელიც გაქირავებაში 2013 წელს გამოვა.
ჯერ უცნობია, დაკავდება თუ არა თავად ბეკმამბეტოვი “ასპროცენტიანი მთვარის ბიჭის“ დადგმაში. ამჟამად, იგი ასრულებს მუშაობას ფილმზე “აბრაამ ლინკოლნი: ვამპირებზე მონადირე”, რომელიც სეტა გრემ-სმიტის წიგნს ეფუძნება. ამ პროექტში ბეკმამბეტოვი მონაწილეობს როგორც რეჟისორი და პროდიუსერი.
მასალის გამოყენების პირობები