აფხაზეთის ოუკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთთან, კერძოდ კი სოჭთან ახალი საავტომობილო გამშვები პუნქტი „ადლერი" მიმდინარე წლის თებერვალს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
სოჭის საბაჟოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე დასრულებულია მდინარე ფსოუზე ორმხრვი მოძრაობის საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
მათივე ინფორმაციით, ამაჟამად გამშვები პუნქტის შენობების მშენებლობა მიმდინარეობს, რომლლებიც უახლეოს მომავალში დასრულდება, შესაბამისად „ადლერის" გახსნა 2012 წლის თებერვალში უკვე შესაძლებელი იქნება.