ნიაზ დიასამიძე და 33ა გუდაურში დღეს ღია ცის ქვეშ საახალწლო ღონისძიებაზე კონცერტს გამართავენ. ახალი წლის დადგომას დამსწრე საზოგადოებას მომღერლები გრანდიოზულ ფოიერვერკის თანხლებით მიულოცავენ.
საღამოს ცეცხლოვანი წარმოდგენით „მოძრაობის თეატრი" გახსნის, ღონისძიებას კოტიკო თოლორაია წარუძღვება.
ცნობისთვის, გუდაურში ღია ცის ქვეშ საახალწლო ღონისძიება დღეს 23:00 საათზე დაიწყება.