ჯაზმენი ზაზა მარჯანიშვილი ჟურნალისტებს ხვდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა მეუღლემ, მარინა სალუქვაძემ განუცხადა დღეს, "ჯაზ კლუბში" მუსიკოსი წინასაკონცერტო პროგრამის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.
"დღეს შეხვდება პრესის წარმომადგენლებს და კონცერტის შესახებ ყველა იმ კითხვას გასცემს პასუხს, რაც საზოგადოებას აინტერესებს", - განაცხადა სალუქვაძემ.
პრეკონფერენცია "ჯაზ კლუბში" 16:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და ჯაზმენი, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ნიუ-ორლეანში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 15 იანვარს კონცერტს გამართავს.