"ჩემი განსხვავებული აზრის გამო კონცერტებზე აღარ მიწვევენ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მაია ჯაბუამ. როგორც მომღერალმა აღნიშნა ის უკვე რამდენიმე წელია არც საახალწლო კონცერტზებზე მიუწევიათ.
"ვფიქრობ, რომ მაქვს უფლება ჩემი აზრი ხმამაღლა დავაფიქსირო და სწორედ ამიტომ მოხდა ის, რაც ჩემ გარდა ჩემ კოლეგებსაც შეეხო. უკვე რამდენიმე წელია კონცერტებზე აღარ მიწვევენ, თავიდან ჩემი გამოჩენა ალაგ-ალაგ ხდებოდა, ახლა კი უკვე 2 წელია საერთოდ დაბლოკილი ვარ. აღარაფერს ვამბობ საახალწლო კონცერტებზე, სადაც საერთოდ არავის დაურეკავს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჯაბუამ.