მაია ჯაბუა სოლო კონცერტისთვის ემზადება, სადაც დათო ევგენიძის, მამუკა ჩარკვიანის და ეკა კახიანის ახალ სიმღერებს წარადგენს.
როგორც მომღერალმა "ჯი-ეიჩ-ენთან" განაცხადა სოლო კონცერტისთვის მზადება უკვე დაიწყო.
"ჩავწერე და ვმუშაობ იმ ადამიანების სიმღერებზე, რომლებიც ძალიან მიყვარს. ისინი ჩემი მეგობრები არიან და ზუსტად იციან რა დამიწერონ, ასევე ველოდები სხვა კომპოზიტორებსაც. მინდა კონცერტს ალბომის პრეზენტაციაც დავუმთხვიო, მაგრამ თუ ვერ მოვასწარი მერე გამოვცემ", - აღნიშნა ჯაბუამ.
მაია ჯაბუას სოლო კონცერტი გაზაფხულზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში იგეგმება.