13 იანვარს მუსიკოსი ნინო ქათამაძე ლონდონში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის კონცერტს გამართავს. როგორც მომღერალმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ლონდონში, რომ დიდ საგამოფენო დარბაზში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
"საღამოზე დასასწრები ბილეთის ფასი 500 ფუნტია და შემოსული თანხა მთლიანად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადაერიცხებათ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ქათამაძემ.