ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა Et Cetera-ს თეატრში ფრანგი დრამატურგის ტარიკ ნუის პიესას ამ თვეში დგამს. როგორც რუსული სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს თეატრში ქართველი რეჟისორისთვის სამუშაო გარემო უკვე შექმნილია.
„მთავარი რეჟისორისთვის, რობერტ სტურუასთვის უკვე შექმნილია სასიამვნო სამუშაო გარემო. მას მრავალი პიესა აქვს დადგმული ჩვენს თეატრში და კოლექტივსაც კარგად იცნობს. ამჟამად ის დადგამს ფრანგი დრამატურგის ტარიკ ნუის პიესას, რომელსაც რუსეთში ჯერ არ იცნობენ. ეს იქნება ნუის დებიუტი რუსულ სცენაზე",- განაცხადა მხატვრული ხელმძღვანელის დამხმარემ ტატიანა ნიკოლსკაიამ.
Et Cetera-ს თეატრს ალექსანდრე კალიაგინი ხელმძღვანელობს. თეატრში რობერტ სტურუა სპექტაკლზე მუშაობას ამ თვეში დაიწყებს.
შეგახსენებთ,გასული წლის ოქტომბერში რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრიდან გაათავისუფლეს,რის შემდეგაც მოსკოვის რამდენიმე თეატრმა შესთავაზა რეჟისორს სამუშაო. საბოლოოდ სტურუამ არჩევანი Et Cetera-ს თეატრზე გააკეთა.