დღეს, 12 დეკემბერს, 16:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრში, თემატური საღამო გაიმართება. კერძო და საჯარო სკოლების პედაგოგები და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლები, კლასიკოსი მწერლის, ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ ლაიტმოტივს, სოციალური სამართლიანობის საკითხს და ამ თემაზე ვაჟას მოსაზრებებს განიხილავენ.
წარმოდგენილი იქნება პედაგოგების მიერ შემუშვებული თემები, მომხსენებელთა შორის ლიტერატრულ კონკურს "გალას" გამრჯვებული მიხო მოსულიშვილი იქნება, რომელიც ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიული რომანის ავტორია. ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე იმსჯელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით წოწკოლაურიც.
პედაგოგები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან იმ ნამუშევრებსა და იდეებს წარმოადგენენ, სადაც ქვეყნის ცხოვრებაში სოციალური სამართლიანობის პრობლემაა დასმული და სამართლანობის მნიშვნელობაა განხილული. საღამო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით ტარდება.