მომღერალი სოფო ხალვაში თბილისში პანკის სტილში მასშტაბური კონცერტის გამართვას გეგმავს. როგორც მომღერალმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, საღამო ბათუმში ჩატარებული სოლოკონცერტისგან განსხვავებული იქნება.
"ჩემს ჯგუფთან ერთად გავდივარ რეპეტიციას. არ გვინდა დროში გაგვეწელოს. თბილისში მოვაწყობთ უფრო მასტაბურ კონცერტს, პანკის სტილში. ჯერ ადგილი ვერ შევარჩიეთ. ეს იქნება განსხვავებული ბათუმში ჩატარებული კონცერტისგან, თუმცა აქაც ძალიან ბევრი ნაწარმოები ჩემს მეგობარს, ანა ქასრაშვილს ეკუთვნის", - განაცხადა ხალვაშმა.
ხალვაში თებერვალში ბაქოში სოლოკონცერტის გამართავსაც გეგმავს. როგორც მომღერალმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, საღამო ჯაზკლუბში მოეწყობა.
"ბაქოში ვგეგმავ კონცერტს, სადაც ბათუმში წარდგენილ პროგრამას შევასწრულებ. ჯაზკლუბში დაახლოებით 15 სიმღერას წარვადგენ, მათ შორის იქნება ახლებიც", - აღნიშნა ხალვაშმა.