შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ტერიტორიაზე, N9 სასაზღვრო სექტორის (ვახტანგისი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტზე დააკავა პიროვნება, რომელსაც არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი მისი განმარტებით კი ის საქართველოს მოქალაქე გიულმამედ მამედოვია.
აღნიშნული პიროვნება შემდგომი რეაგირებისათვის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები