საქართველოს ყველა მტერი მთელს დახარჯავს იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანა უკან წავიდეს. ამის შესახებ გარდაბანში ახალი საავადმყოფოს გახსნისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,
"არ გვაქვს ნავთობი, არ გვაქვს გაზი, მაგრამ არ გვაქვს კიდევ ერთი რამ - კორუფცია. ის პოლიტიკოსები ვინც ცდილობენ საქართველო დააბრუნონ წარსულში, ვინც იკრიბებიან სხვადასხვა დარბაზებში, მათ ყველას ვიცნობთ. თვალებზე და სახეზე აწერიათ დარდი, რომ დოლარებს ვეღარ ძალავენ ხალხს, რომ ვეღარ ამცირებენ, რომ ზევიდან ქვემოთ ვეღარ უყურებენ. ადრე 5 კლინიკა იყო გარემონტებული საქართველოში და მხოლოდ ისინი მკურნალობდნენ თქვენგან გატაცებული ფულით, მარტო ისინი დადიოდნენ უცხოეთში სამკურნალოდ და მარტო მათი შვილებს ჰქონდათ კარგი პირობები. აი ეს იდეა დავუნგრიეთ მათ და ამიტომ არ უნდათ მათ აწმყო და ამიტომ არ უნდა მათ მომავალი. მათ უნდათ რომ დაგვაბრუნონ წარსულში. ამიტომ არის, რომ ყველა ჩვენი მტერი მთელ ფულს დახარჯავს იმისთვის, რომ როგორმე წავიდეთ უკან. ჩვენმა ხალხმა ნახა წარსული და ძალიან კარგად იციან უკეთესი მომავლის ფასი. ჩვენი ბავშვები დადიან ისეთ სკოლებში, რომლებიც გამთბარია და მათი უმრავლესობა კარგად არის აღჭურვილი", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ქვეყნის მოქალაქეები მკურნალობენ ისეთ კლინიკებში, რომლებზეც 10-ჯერ უფრო მდიდარი ქვეყნის მოქალაქეები ნატრულობენ.