საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიებისთვის მთავრი პრობლემა ადმინისტრაციული რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობაა.
"რეგულარულად ვხვდები საარჩვენო პროცესებით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს, ვგულისხმობ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, არასამამთავრობო, საერთაშორისო და მედიის წარმომადგენლებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონში, რომელთაც ვაცნობთ სამოქმედო გეგმას და ვისმენთ პრობლემებს. ამ შეხვედრებზე პოლიტიკური პარტიები ძირითად პრობლემად მაქსიმალური გამჭირვალობასა და ადმინისტრაციული რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობას ასახელებენ", - აღნიშნა ხარატიშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონებში ძირითადა პრობლემას საარჩევნო პროცესით დაინტერესებული მხარეების ნაკლები წარმომადგენლობა და არაკონკურენტული გარემო წარმოადგენს.
"ამ კუთხით ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორც მმართველი პარტიის ლიდერის მოსაზრებები, ასევე სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების და ამ მიმართულებით შეხვედრები გაგრძელდება", - აღნიშნა ხარატიშვილმა.
ამასთან, ცესკოს თავმჯდომარე მიმდინარე წლის ზაფხულამდე ყველა მუნიციპალიტეტში შეხვედრის გამართვას გეგმავს, სადაც დაინტერესებულ პირებს ახლად შემუშავებულ სტრატეგიას გააცნობს.