საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით, პოლიტიკური პარტიების მიერ ფინანსების განკარგვის გაკონტროლება დღემდე შეუძლებელი იყო.
როგორც ხარატიშვილმა დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თანაწორობის თემა პოლიტიკური პარტიებისთვის მტკივნეული საკითხია და არც ერთ მათგანს არ უყვარს, როდესაც მასზე დამატებითი კონტროლის მექნიზმები ხორცილდება და ანგარიშგების კუთხით ვალდებულებები უჩნდებათ.
"თუმცა, საზოგადოების ინტერესშია კონტროლდებოდეს პოლიტიკური პარტიები ვისგან და როგორ ფინანსდება, ასევე როგორ იხარჯება მათი მიერ მიღებული ფინანსური რესურსები. დღემდე კი თუნდა ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებს როგორ განკარგავდნენ ამას არც და ვერც ვერავინ ამოწმებდა", - განაცხადა ხარატიშვილმა.
მისივე შეფასებით, სიახლეს, რომელიც პარტიების ფინანსურ მონიტორინგს შეეხება, მსგავსად ყველა სიახლისა ცალსახა და ერთგვაროვანი გამოხმაურება არ ექნება.
"საწყის ეტაპზე ალბათ ხარვეზებიც არ არის გამორიცხული, როგორც ყველა ახლად დაწყებულ საქმეში. თუმცა ზოგადად ეს სწორი მიმართუოლებით მოძრაობაა", - მიაჩნია ცესკოს თავმჯდომარეს.