საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კონტროლის პალატისთვის პოლიტიკურ სუბიექტების ფინანსური მონიტორინგის ფუნქციის გადაცემას დადებითად აფასებს. ამის შესახებ ხარატიშვილმა დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ფინანსური მონიტორინგის გაძლიერების საკითხს საერთაშორის ორგანიზაციები დიდი ხანია აყენებენ, განსაკუთრებით გრეკო. გამომდინარე იმ რეკომენდაციებიდან, რომელსაც გრეკოსგან ვიღებდით, გულისხმობდა კომპეტენტური, ძლიერი სტრუქტურის მქონე ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, რომელსაც ადეკვატური კონტროლის განხორცილების გამოცდილბა და უნარი ექნებოდა", - აღნიშნა ხარატიშვილმა.
მისი თქმით, ცესკოში ამგვარი სტრუქტურა არ ასებობს და მის შექმნა გარკვეულ სიძნელებთან იყო დაკავშირებული.
"ამიტომ სჯობდა მონიტორინგი განეხორციელებინა იმ ორგანოს, რომელსაც საკმარისი რეუსები და გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით და არა შეგვექმნა ახალი სამსახური ცესკოში, სადაც შტატების რაოდენობა და ფუნქციები ისედაც ბევრია, მითუმეტეს საარჩევნო პერიოდში", - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ და აქვე დასძინა, რომ პარტიების ფინანსური მონიტორინგის კონტროლის პალატისთვის გადაცემა დადებითი მომენტია.