ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.
როგორც ხარატიშვილმა დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აღნიშნული საკითხზე გუშინ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთანაც ჰქონდა.
"არჩევნები კონსტიტუციის თანახმად, ოქტომბერში გაიმართება. ჩვენმა ადმინისტრაციამ მზადება 2011 წლის 30 მაისის თვითმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე შეუდგა", - განაცხადა ხარატიშვილმა.
მისივე თქმით, ცესკოს მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგიული გეგმის განხორციელბაც ეტაპობრივად განხორცილდება.
"ის რესურსები, რომელებიც ჩვენ გაგავაჩნია, როგორც ადამიანური, ფინანსური, ასევე დროითი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალი არჩევნებისთვის კარგად მოემზადოს", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.