საზოგადოების გამოკვეთილი სურვილია არასანდო არჩევნების თემა დღის წესრიგიდან მოიხსნას, - ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ქართულ საზოგადოებას, ისევე როგორც საარჩევნო პროცესებით ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და თანამეგობრობას, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას აშკარად აქვა გამოკვეთილი სურვილი, რომ ერთხელ და სამუდამოდ არასამართლიანი და არასანდო არჩევნების თემა ქართული საზოგადოების განვითარების ისტორიაში დღის წესრიგიდან მოიხსნას", - აღნიშნა ხარატიშვილმა.
მისივე შეფასებით, უკვე დადგა ის პერიოდი, როცა აუცილბელია ჩამოყლიბდეს საარჩევნო პროცესებისადმი სრული ნდობა.
"ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესებისადმი და ვფიქრობ, რომ ეს სამწლიანი პერიოდი, როდესაც საქართველოში არჩევნების ჩატარება ოთხჯერ გვიწევს საკამრისი საფუველი უნდა შეიქმნას, როგორც ადმინისტრაციის, ასევე ყველა დაინტერესებული მხარისგან", - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.