მოლოდოვაში დუბოსარსკის რაიონის მოსახლეობამ, რუსი სამშვიდობოების ქვეყნიდან გაყვანის მოთხოვნით, დნესტრთან მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან საავტომობილო გზა გადაკეტა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მათი ინფორმაციით, აქცია რაიონის ადმინისტრაციისა და იმ პოლიტიკური პარტიების მიერაა ორგანიზებული, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის ალიანსში არიან გაერთიანებული.
აქციაზე ლიბერალური პარტიის ლიდერი მიხაი გიმპუ და კიშინიოვის მერი დორინ კირტოაკე გამოვიდნენ და რუსეთის ხელისუფლებას მოუწდეს, სამშვიდობოები გაიყვანოს და 1-ელ იანვარს სამშვიდობოების მიერ მოკლული ახალგაზრდის მკვლელები დასაჯოს.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოველი ახალგაზრდის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.