"ტოტო კუტუნიოს ჩამოყვანაზე უარი ვთქვით", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" "ისტერნ პრომოუშენის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა კანდელაკმა.
"ისტერნ პრომოუშენის" ორგანიზებით ტოტო კუტუნიო საქართველოში უკვე ორჯერ ჩამოვიყვანეთ. ამჯერად, აღარ ვთვლით საჭიროდ ამ პროექტში ჩავერთოთ, იმიტომ რომ უამარავი ღონისძიება გვაქვს გასაკეთებელი. მათ შორის ჯაზის საღამოები და ზაფხულში ელტონ ჯონის ვიზიტი", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კანდელაკმა.
ცნობისთვის, ტოტო კუტუნიოს ვიზიტი საქართველოში, ძველით ახალ წელს, "გლდანის პარკშია" დაგეგმილი, თუმცა ამ პროექტთან დაკავშირებით თბილისის მერიაში და კულტურის სამინისტროში ინფორმაციას არ ფლობენ.
გლდანი-ნაძალადევის გამგეობაში "ჯი-ეიჩ-ენის" ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.