თურქეთის პროკურატურა ქვეყნის ექს-პრეზიდენტის აჰმედ ქენან ევრენისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.
აჰმედ ქენან ევრენს, რომელიც ამჟამად 94 წლისაა და ყოფილ გენერალს ტაინ სახინკაიას კანონიერი ხელისუფლების შეთქმულების გზით დამხობისთვის ასამართლებენ.
სასმართლომ უნდა გადაწყვიტოს გააგრძელოს თუ არა პროცესი. ბრალდება აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს წამების ფაქტებისთვის, რომელსაც ადგილი ქონდა სამხედრო გადატრიალების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ აჰმედ ქენან ევრენი თურქეთის სათავეში 1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ჩაუდგა.