ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ყოფილ ამბოხებულებსა და ახალი ხელისუფლების სამხედროებს შორის შეტაკებები დაიწყო.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ვერცელდება ინფორმაცია, რომ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ყოფილმა ამბოხებულებმა პოლკოვნიკ კადაფის დაზვერვის სამსახურის შენობის დაკავება სცადეს.
მთავარობამ შენობის დასაცავად რეგულარული ჯარები გაგზავნა.
ამ დროისთვის დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით ქალაქში ატრილერიის კანონადა ისმის.