ტაჯიკეთში "თოვლის ბაბუა" მოკლეს, რადგან ის "ნამდვილი არ იყო", - ამის შესახებ "რეგნუმი" იუწყება, რომელის ინფორმაციითაც, ახალი წელს დუშამბეში 24 წლის პარვიზ დავლატბეკოვი მეგობრებთან ერთად თოვლის ბაბუას კოსტუმით ხალხს დღესასწაულს ულოცავდა, რაც მისი მკვლობის მიზეზი გახდა.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, დავლატბეკოვი როდესაც საკუთარი სახლის სადარბაზოსთან მივიდა მას თავს 30-მდე ადამიანი დაესხა შეძახილებით "შენ ნამდვილი არ ხარ".
თავდამსხმელებმა დანებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენს და ადგილიდან მიიმალნენ.
24 წლის ახალგაზრდა სავადმყოფოში გადაყვანეს, თუმცა მას სისხლის 70% ჰქონდა უკვე დაკარგული და მის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შესძლეს.
ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდამსხმელებიდან სამი დაკვებულია, მათ შორის ერთი უნივერსიტეტის მესამე კურისი სტუდენტია.