უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს ქალიშვილმა ევგენიამ ხარკოვის კაჩანოვის კოლონიაში დედის მონახულება ვერ შეძლო - იგი კოლონიაში არ შეუშვეს.
ევგენიას განცხადებით, მას დედის მონახულების უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჰქონდა, თუმცა კოლონიის ხელმძღვანელობამ ეს არ იკმარა და მას გამომძიებლის თანხმობა მოსთხოვა.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ევგენია ამჟამად კიევში დაბრუნებას და გამომძიებლის ნახვას გეგმავს, რომელიც მისივე განმარტებით უკვე რამდენიმე დღეა მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.