ლატვიაში რუსული ენისათვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭების შესახებ რეფერენდუმი 18 თებერვალს გაიმართება. მოქალაქეებმა უნდა უპასუხონ კითხვას სურთ თუ არა მათ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და რუსული ენისათვის სახელმწიფოებრივის სტატუსის მინიჭება.
"საკითხო ფორმულირებულია შემდეგნაირად: გსურთ თუ არა მიღებულ იქნეს კანონპროექტი ლატვიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის შესახებ? პასუხი ორია - დადებითი და უარყოფითი",_ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ იმისათვის რათა დადებითი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა ამომრჩენელთა ნახევარმა ანი - 771 350 მოქალაქემ უნდა მისცეს.