"Süddeutsche Zeitung"-ის აზრით რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ახალი - 2012 წლის ხუთი საკვანძო მოვლენათაგან ერთ-ერთი იქნება, როდესაც მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკური სისტემებს ექნებათ საშუალება თავისი თავი გამოავლინონ და მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე გავლენა იქონიონ.
თუ 2011 წელი რევოლუციის, სახალხო მღლევარებისა და საპროტესტო აქციების წელი იყო, 2012 წელი "დემოკრატიისათვის საბოლოო გამოცდის წელი იქნება",- წერს "Süddeutsche Zeitung"-ი და აღნიშნავს, რომ 2012 წელი უნდა იყოს გადამწყვეტი სისტემების რბოლაში და აქ სიტუაცია უპირველეს ყოვლისა რუსეთის მოქმედებებით კი არ განისაზღვრება, არამედ "ჩინეთსა და აშშ-ს შორის დუელით".
ახალი წლის ხუთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენებად მიმომხილველი შტეფან კორნელიუსი რუსეთში, საფრანგეთში, ჩინეთში, აშშ-ში და ეგვიპტეში დაგეგმილ არჩევნებს ასახელებს. ამ არჩევნების მიმდინარეობა და შედეგი, ამ სახელმწიფოების ძლევამოსილების შესახებ დასკვნების გამოტანის საშუალების მომცემი იქნება, როგოც თავად მათთვის ისევე მთელი მსოფლიოსათვის. ასე მაგალითად, ეგვიპტეში ჩატარებული არჩევნები იქნება გამოცდა ქვეყნებისათვის, რომლებმაც "არაბულ გაზაფხულში" გაიმარჯვეს. საფრანგეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ევროპის ბედის განმსაზღვრელი იქნება: თუ ნიკოლა სარკოზი ულტრამემარჯვენეების ლიდერს მარინ ლე პენს დაუთმობს, მან შესაძლოა დამანგრეველი დარტყმა მიაყენოს ევროპულ ინტეგრაციასა და ერთიან ევროპულ ვალუტას.
რაც შეეხება რუსეთს, იქ "Süddeutsche Zeitung"-ის აზრით, "პოლიტიკური ოლიგარქი ვლადიმერ პუტინი დიდ რისკზე მიდის და ხელისუფლებაში გადანაცვლებებს ახორციელებს".
"ქვეყანა დემოკრატიის ტესტის ყველაზე მნიშვნელოვან ზღურბლზე იმყოფება. პრემიერმა და პოლიტიკურმა კასტრატმა - პრეზიდენტმა მედვედევმა პოტიომკინის დემოკრატია მოაწყვეს თავიანთი საეჭვო პოლიტიკური პარტიებითა და საეჭვო პიურალიზმით. ხალხმა ბოლოს და ბოლოს გამოხატა თავისი რისხვა, მაგრამ რით დასრულდება ეს? აირჩევს თუ არა რუსეთი დემოკრატიულ გზას თუ ავტოკრატიულ ქვის ხანას დაუბრუნდება - ყოველივე ამას დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ცხადჰყპოფს", _ წერს "Süddeutsche Zeitung"-ი.
ჩინეთი თავის მხრივ იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებები მართალია ხალხის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ ყოველივე ეს ხალხის სასიკეთოდ კეთდება. იქ ხელისუფლების სათავეში მოსულმა ახალმა თაობამ ქვეყანა მოდერნიზაციის რთულ ფაზაში უნდა გამოატაროს.
ამ ფონზე აშშ-ში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ღირსია.
მასალის გამოყენების პირობები