ირანის ყოფილი პრეზიდენტის, აკბერ ჰაშემი რაფსანჯანის ქალიშვილს, ფაეზე ჰაშემი რაფსანჯანს ექვსთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც BBC იუწყება, ფაესე რაფსანჯანს ბრალი "ირანში არსებული მმართველობის წინააღმდეგ პროპაგანდაში" დასდეს.
ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილს სასამართლოს გადაწყვეტილებით 5 წლით აეკრძალა პოლიტიკური, კულტურული და ჟურნალისტური საქმიანობა.
ფაეზე რაფსანჯანს 20 დღის ვადა მისცეს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.