დღეს ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნების მესამე და ბოლო ეტაპი იწყება. ხმის მიცემის პროცედურა ორ დღეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ იმ ცხრა პროვინციის მაცხოვრებლები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა აქამდე არ მიუღიათ. სულ ეგვიპტის ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა სიაში 14, 3 მილიონი ადამიანია რეგისტრირებული. მათ 2746 კანდიდატიდან 150 დეპუტატი უნდა აირჩიონ.
არჩევნების წინა ორი ტურის მონაცემებით ისლამისტები, პარტია "ძმები-მუსულმანების" პარტიის წარმომადგენლები ლიდერობენ. თუმცა ამით საარჩევნო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. პარლამენტის ზედა პალატაში (შურა) არჩევნები კიდევ ორ ტურად უნდა გაიმართოს - 29-20 იანვარს და 14-15 თებერვალს.
მასალის გამოყენების პირობები