ირანი ამერიკული ავიამზიდის "ჯონ სტენისის" ხელმძღვანელობას აფრთხილებს, რომ მან სპარსეთის ყურეში დაბრუნება არ გაბედოს. ეს განცხადება ირანის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აიატოლა სალეხმა გააკეთა. მისი თქმით, თეირანი "ნებისმიერი საფრთხის უკუგდებისათვის" მზადაა.
აღსანიშნავია, რომ ირანმა ოზმურტის სტუტეში მიმიდნარე თავისი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით "ველაიათ-90" უკვე დაასრულა.
წვრთნების დასრულების შემდეგ მთავარსარდალი სალეხი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
თავის სიტყვით გამოსვლაში იგი ამერიკულ ავიამზიდს "ჯონ სტენისს" შეეხო, რომელმაც 29 დეკემბერს სპარსეთის ყურეში გაიარა. ამან თეირანი აღაშფოთა.
"ირანი ორჯერ არავის გაფრთხილებას არ აპირებს. მე არ ვურჩევ ამერიკულ ავიამზიდს სპერსეთის ყურეში დაბრუნებას", _ განაცხადა სარდალმა და აღნიშნა, რომ "ირანი ნებისმიერი საფრთხის უკუგდებისათვის მზადაა და ამისათვის ყველა საჭირო საშუალება გააჩნია".
ამასთან ერთად, მანვე მოუწოდა ისლამურ სახელმწიფოებს "დაეყრდნოს მოძმე ირანს და არა ვაშინგტონსა და დასავლეთს, რომლებთანაც ურთიერთობა მათ არა მხოლოდ ღირსებას ართმევს არამედ ფულად სახსრებსაც".