ავღანეთის ქალაქ ყანდაღარში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი პოლიციის საგუშაგოზე მოხდა, სადაც თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. ერთ ერთი ვერსიით, აფეთქება პოლიციის საგუშაგოზე მოხდა, მეორე ვერსიით კი ბაზარში.
"ფრანს პრესის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ხუთი ადამიანიდან ოთხი ბავშვია, ერთი კი პოლიციელი.
მათივე ინფორმაციით, ამ ტერორისტული აქტის შედეგად დაიჭრა სამი პოლიციელი და 13 მშვიდობიანი მოქალაქე.