ნანი ბრეგვაძე ალბომზე მუშაობს. ამასთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერლის შვილმა, ეკა მამალაძემ განუცხადა.
"იანვარში, ნანი თბილისში იქნება და აპირებს ამ პერიოდში ალბომზე იმუშაოს. დისკში ფილარმონიაში გამართულ კონცერტზე შესრულებული სიმღერები შევა. მათ შორის იქნება ჩემი, ნანისა და ნატალიას ერთად შესრულებული სიმღერა", - განაცხადა მამალაძემ.
ცნობისთვის, განახლებული ფილარმონია ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტით გაიხსნა. კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრნენ.
შოუს რეჟისურა დავით დოიაშვილს ეკუთვნოდა. რამდენიმე ნომერი ნანი ბრეგვაძემ ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად შეასრულა, იმღერა ასევე ცნობილი ჰიტები და ის სიმღერები, რომლებიც საზოგადოებას ნაკლებად ახსოვს.
სოლო კონცერტი ფილარმონიაში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.