სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, გაზის მილსადენზე აფეთქება მოხდა. როგორც "სანა" იუწყება, მილსადენი ჰომსის პროვინციაში, რასტანთან ახლოს აფეთქდა. აღნიშნული საინფორმაციო სააგენტომ აღნიშნულ ინციდენტს "ტერაქტის კვალიფიკაცია" მისცა.
სირიაში არეულობების დაწყების შემდეგ მილსადენებზე რამდენიმე აფეთქება განხორციელდა. ამ დროისთვის უცნობია თუ ვინ დგას აფეთქებების უკან.