ტაჯიკეთში ახალ წელს პირველი, ნარკოტიკების მსხვილი პარტია დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტაჯიკეთის შს სამინისტრო ავრცელებს.
ტაჯიკმა სამართალდამცავებმა 35 კილოგრამი მარიხუანა დააკავეს. დაკავება ავღანეთთან მოსაზღვრე რაიონში მოხდა.
"ჩხრეკის დროს დუშანბეში მიმავალი უმუშევარი მოქალაქის ჩანთაში 8,5 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. ამის შემდეგ ამ მოქალაქის სახლში ჩატარებულ ჩხრეკის შედეგად კიდევ 27 კილოგრამი, სავარაუდოდ ავღანური წარმოშობის მარიხუანა აღმოჩნდა", _ იუწყება ტაჯიკეთის შს სამინისტრო.