ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად ნატოს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ოფიციალური განცხადებით ადასტურებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი ქვეყნის სამხრეთში მოხდა, ნაღმი კი რადიომართული იყო.
გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული დაღუპული ჯარისკაცის ეროვნება.
"ასოშიეიტედ პრესის" ინფორმაციით, სულ ავღანეთში 2011 წელს მოკლულია 544 ნატოს სამხედრო მოსამსახური. 2010 წელს ეს ციფრი 700 უტოლდებოდა. ამას გარდა, 2011 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოკლულია 840 ავღანელი პოლიციელი და სამხედრო.