რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ყურადღებით აკვირდება საერთაშორისო კონტინენტთაშორისო სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების კომპლექსის განვითარებასა და სრულყოფას საზღვარგარეთ, მათ შორის ირანში.
ამის შესახებ "ინტერფაქსს" რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრის პრეს სამსახურის ოფიცალურმა წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა ვადიმ კოვალმა განუცხადა.
მისი თქმით, ირანში არ არის "საშუალო" და "მაღალი" კლასის ტექნოლოგიები ბალესტიკური რაკეტების შექმნისთვის, ხოლო მისი მზადების დაწყების შემთხვევაშიც კი "ასეთი რაკეტები მალე ვერ ექნებთ".
"ამ დროისთვის ირანი არ ფლობს რეალურად ისეთ ტექნოლოგიებს და სამრეწველო პოტენციალს, რომ ბალესტიკური რაკეტა შექმნას", - აღნიშნა კოვალმა.