"რუსეთი რუსებისათვის" - ამ ლოზუნგს რუსეთის მოსახლეობის 60 % უჭერს მხარს", წერს გერმანული "Der Spiegel"-ის მოსკოველი მიმომხილველი.
მისი მონაცემებით, რუსეთში დაახლოებით 9 მილიონამდე შრომითი მიგრანტი ცხოვრობს, რომელთაგან უმეტესს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება არ აქვს. მათი უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოსახლეობაა და ისინი ძირითადად მშენებლობებსა და ბაზრებში მუშებად მუშაობენ, გვიან ქუჩებსა და ეზოებს.
თუმცა, რუსეთის მაცხოვრებელთა უმრალესობა მიიჩნევს, რომ მათ ქვეყანაში ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობს. ასე მაგალითად, მოსკოვის ოლქში მდებარე ქალაქი ხოტკოვო უცხო ქვეყნის მოქალაქეთაგან თავისუფალ ქალაქად მას შემდეგ იქცა, როდესაც იქ ტაჯიკმა ერთ ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში რუსი ეროვნების ადამიანი მოკლა. იმავე ღამით, ქალაქის ადმინისტრაციის განკარგულებით, ამ ქალაქში მაცხოვრებელი ყველა შრომითი მიგრანტი გაასახლეს.
"რუსეთი რუსებისათვის" - ამ ლოზუნგს რუსეთის მაცხოვრებელთა 60 % უჭერს მხარს - კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე. ისეთი ორგანიზაცია კი როგორიცაა "სვეტლაია რუს" ხელს უწყობს ამ ლოზუნგის პრაქტიკაში განხორციელებას", _ წერს გერმანული "Der Spiegel"-ი და აღნიშნავს, რომ გასტარბაიტერებს რუსეთში ძლივს ითმენენ.