დღეს, 3 იანვარს, იორდანიის დედაქალაქ ამანში ისრაელისა და პალესტინის მოლაპარაკებები გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლები შეთანხმდნენ განაახლონ ერთი წლის წინ შეწყვეტილი მოლაპარაკებები და შეეცადონ სამშვიდობო პროცესის აღდგენას.
შეხვედრას საერთაშორისო "კვარტეტის" (გაერო, ევროკავშირი, აშშ, რუსეთი) წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
ისრაელსა პალესტინას შორის მოლაპარაკებები 2010 წლის სექტემბერში შეწყდა, როდესაც ისრაელმა ოკუპირებულ ტრიტორიებზე მშენებლობები განაახლა.