მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ვლად ფილატმა დნესტრზე - უსაფრთხოების ზონაში მომხდარი ინცინდენტი დაგმო და ვითარების გამწვევების დაუშვებლობის შესახებ აღნიშნა.
1-ელ იანვარს მოლდოვის მოქალქე, 19 წლის ვადიმ პისარი სასიკვილოდ დაიჭრა მდინარე დნესტრზე საკონტროლო გამშვები პუნქტის ავტომანქანით გადაკვეთისას. ინცინდენტი დნესტრისპირეთის სოფელ პირიტასა და მოლდოვას ქალაქ ვადულ-ლუი-ვოდეს შორის მოხდა.
რუსმა მშვიდობისმყოფელებმა, რომლებმაც 19 წლის ვადიმ პისარის ცეცხლი გაუხსნეს, ამტკიცებენ, რომ მძღოლი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა.
დასავლეთის სამხედრო ოლქის სამხედრო პროლურატურამ განაცხადა, რომ მისი თანამშრომლები ინცინდენტის გარემოებებს სწავლობენ, ასევე შესწავლის საგანია იარაღის გამოყენების უფლება რუსი სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან.
"აუცილებელია გაკეთდეს ნათელი შეფასება და არავითარ შემთხვევაში არ იქნას დაშვებული ვითარების ესკალაცია, რამაც, შესაძლოა, უფრო მეტი დაძაბულობა გამოიწვიოს", - განაცხადა ვლად ფილატმა.
მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ევგენი კარპოვმა განაცხადა, რომ მომხდარი ინცინდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსი სამშვიდოებოების საერთაშორისო სამოქალქო დამკვირებლებით შეცვლის აუცილებლობას.