როგორც ჩანს ფილმი "ბინდი "კინოს მოყვარულთა შორის კარგავს თავის პოზიციას.
Nextmovie.com -კვლევების შესაბამისად, ვამპირების შესახებ რომანის ბოლო ეკრანიზაციამ, რეიტინგში პირველი ადგილი "ჰარი პოტერის" პოპულარულ ბოლო ნაწილს დაუთმო.
"ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 2" 52% მოაგროვა, ფილმს "განთიადი ნაწილი 1" ხმა გამოკითხულთა 48%-მა მისცა.
უფრო მეტიც, ეკრანზე საუკეთესო წყვილის ბელა და ედუარდის (რისტენ სტიუარტი და რობერტ პატისონი) ადგილი დაიკავეს "პოტერიანის"გმირებმა ჰერმონ გრეიჯერმა და რონ უიზლიმ (ემა უოტსონი და რუპერტ გრინტი).
გამოკითხვის თანახმად, მაყურებლები 2012 წელს დაგეგმილი ფილმიდან ყველაზე მეტად "მშიერ თამაშებს " ელოდებიან, იმავე სახელწოდების ფუტურისტული რომანის სასარგებლოდ ხმა 51% კინომანმა მისცა. ფილმში ჯენიფერ ლოურენსი და ჯოშ ჰატჩერსონი მონაწილეობენ. ვამპირული საგას დასკვნითი ფილმის სასარგებლოდ ხმა 41% მისცა.
Nextmovie.com გამოკითხვაში მონაწილეობა 982.000 ადამიანმა მიიღო