ახალი წლის წინა დღეებში ფილმის "მისია შეუსრულებელია 4: ფანტომის ოქმი" საკასო შემოსავალმა 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ამრიგად, ბრედ ბერდის ფილმი წინასაახალწლო გაქირავების უდავო ლიდერია.
შედარებისთვის: მსოფლიო საკასო შემოსავალმა ფილმ "შერლოკ ჰოლმსი 2: აჩრდილთა თამაში" რომელმაც სტარტი 5 დღით ადრე აიღო, 2011 წლის 31 დეკემბრისთვის მხოლოდ 166 მილიონი დოლარი შეადგინა.
კინოკომპანია Paramount-მა უკვე დაიწყო მზადება მეხუთე ფილმის შესაქმნელად.