მსახიობი ჰელენ ბონემ კარტერი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დაჯილდოვდა.
დედოფალ ელისაბედ II-მ აღნიშნა მსახიობის წვლილი დრამატული ხელოვნების განვითარების დარგში.
ჰელენმა კინოში მოღვაწეობა 1983 წელს დაიწყო და უკვე ორჯერ იყო ნომინირებული "ოსკარზე".
როლისათვის დედოფალი-დედა ფილმში "მეფის სიტყვა" მან BAFTA-ს პრემია მიიღო.