რატი ამაღლობელი ლექსების კრებულზე მუშაობს. როგორც პოეტმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა კრებულს "ანგელარიუმი" ერქმევა.
"პატარა კრებული იქნება, დაახლოებით სულ 40 ლექსი შევა. სახელწოდებიდან გამომდინარე მიხვდება მკითხველი, ლექსების უმეტესობაა ანგელოზებზე მაქვს დაწერილი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ამაღლობელმა.
ცნობისთვის, რატი ამაღლობელის ლექსები 1994 წლიდან პერიოდულად ქვეყნდება ქართულ და უცხოურ ლიტერატურულ გამოცემებში.