ირანმა შორი მოქმედების რადიუსის რაკეტა წარმატებით გამოსცადა. ამის შესახებ როიტერი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
"ჩვენ ჩავატარეთ შორი რადიუსის მოქმედების "მიწა-ზღვა" კლასის რაკეტის - სახელწოდებით Qader, და ”მიწა-მიწა” კლასის რაკეტის - Nour, სატესტო გაშვება, რომელმაც შეძლო დაეზიანებინა სამიზნეები სპარესეთის ყურეში", - განაცხადა ირანის სამხედრო საზღვაო ძალები მთავარსარდლის მოადგილემ მაჰმუდ მისავიმ.
რაკეტის ფრენის მანძილი არ ზუსტდება.
ირანის ინფორმაციით, რაკეტის გამოცდა ატარდა სამედრო საზღვაო ძალების სწაველების - ველაიატ-90-ის ფარგლებში. სწავლება 24 დეკემბერს დაიწყო და დღეს 2 იანვარს დასრუდება. მანევრების ზონა საერთაშორისო წყლებში 2 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
რაკეტის გამოცდის შესახებ ინფორმაცია დასავლეთის მედიაში 31 დეკემბერს გაჩნდა, თუმცა ირანმა უარყო აღნიშნულ და შემდგომ გაკეთდა განაცხადა, რომ რაკეტის გამოცდა 2 იანვარს მოხდებოდა.