ინდოეთის პოლიციამ ჩხატისგარხის შტატის ჯუნგლებში შვიდი წლის გოგონას ცხედარი იპოვა, რომელიც ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტომმა ნაყოფიერების ღმერთებს მსხვერპლად შეწირა.
გავრცელებული ინფორმაციით, რიტუალის დროს ბავშვი მოკლეს და მისი ღვიძლი ნაყოფიერების ღმერთებს მიუძღვენეს. სანაცვლოდ კი ღმერთებისგან კარგი მოსავალი "მოითხოვეს".
გოგოანს მკვლელოს ბრალდებით პოლიციამ ტომის ორი ბელადი დააკავა, რომლებმაც მსხვერპლთშეწირვის აქტი აღიარეს, თუმცა ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.
ბელადები აცხადებენ, რომ მათ საუკუნეების განმავლობაში არსებული ტრადიცია შეასრულეს.