რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ დაქორწინებული ამერიკელი მღვდელი, რომელიც კათოლიკურ რწმენაზე მოექცა, ორდინარიატის ხელმძღვანელად დანიშნა.(ორდინარიატი - ორგანიზაცია, რომელიც დაკავებული იქნება აშშ-ში კათოლიკური რწმენის გავრცელებით. რედ.)
ჯენიფერ სტინსონი, ყოფილი მღვდელი ტეხასიდნ, უხელმძღვანელებს ორგანიზაციას, რომელიც პაპის მიერ შეიქმნა.
ორგანიზაცია ხელს უწყობს ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენლებს ჯგუფებად გადასვლას კათოლიკურ რწმენაზე, ისე რომ შეინარჩუნიონ რიგი ანგლიკანური ტრადიციები.
დაქორწინებული ანგლიკანელი მღვდლებისგან კათოლიკურ რწმენაზე გადასვლისას არ ითხოვენ დაუქორწინებლობის წესის დაცვას, თუმცა ისინი ვერ გახდებიან კათოლიკე ეპისკოპოსები.
პორველი ორდინარიატი (პაპის მიერ შექმნილ;ი ორგანიზაცია) გასულ წელს დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა და მის ხელმძღვანელადაც ცოლიანი მღვდელი დაინიშნა.