ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლები შეთანხმდნენ განაახლონ ერთი წლის წინ შეწყვეტილი მოლაპარაკებები და შეეცადონ სამშვიდობო პროცესის აღდგენას.
მხარეთა შეხვედრა სამშაბათს, 3 იანვარს, იორდანიაში გაიმართება.
შეხვედრას საერთაშორისო "კვარტეტის" (გაერო, ევროკავშირი, აშშ, რუსეთი) წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
ისრაელსა პალესტინას შორის მოლაპარაკებები 2010 წლის სექტემბერში შეწყდა, როდესაც ისრაელმა ოკუპირებულ ტრიტორიებზე მშენებლობები განაახლა.