"2012 წელს დასვენებას და შემოქმედებითი პაუზის აღებას ვაპირებ", - განაცხადა ანრი ჯოხაძემ. როგორც მომღერალმა "ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნა ახალ წელს ტრადიციულად ქუჩაში შეხვდება.
"ახალ წელს თბილისში, როგორც ყოველთვის ქუჩაში ვხვდები. შევასრულებ სიმღერას სახელწოდებით "უფლებას". 2012 წელს ვაპირებ დათვივით სულ ვიძინო, დავისვენო და ასევე, შემოქმედებაში არანაირ სიახლეს არ ვგეგმავ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" ჯოხაძემ.